“შეეშვით ბრტყელ-ბრტყელი ლოზუნგებით მოლაპარაკებების მოსმენას, არცერთს ნამდვილ ომში მონაწილეობა არ მიუღია და არც აპირებს, იგივე ლომჯარია” – დავით ჩიხელიძე
“ომს, პირდაპირი ნგრევისა და ადამიანების მასობრივი განადგურების გარდა, თან სხვა გარდაუვალი ფაქტორებიც ახლავს. მაგალითად, ფინეთის პრესა წერს, რომ უკრაინიდან დაბრუნებული მოხალისეები ხშირად ადგილობრივ კრიმინალურ ჯგუფებში ერთიანდებიან და მძიმე დანაშაულებს ჩადიან”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პოსტტრავმული სინდრომი ომების სამწუხარო თანამდევია.
“ბომბების წვიმისგან ლომჯარია დაგვიცავს, გასაგებია, მაგრამ მცირერიცხოვან და უკიდურესად პოლარიზებულ, ემოციურ საზოგადოებას რას დამართებს მეტ-ნაკლებად ხანგრძლივ ომში მონაწილეობა, ამას სერიოზულად, სოციალური და ეროვნული თვალით შეხედა ვინმემ? თუ რა ენაღვლებათ, თვითონ კი გადაბარგდებიან თბილ ქვეყნებში.
შეეშვით ბრტყელ-ბრტყელი ლოზუნგებით მოლაპარაკებების მოსმენას, არცერთს ნამდვილ ომში მონაწილეობა არ მიუღია და არც აპირებს, იგივე ლომჯარია, ღმერთმა დაიფაროს საქართველო და სერიოზული ომი რომ გააჩაღონ აქ, ყველაზე დიდი, რამდენიმეჯერ კამერებში დაფიქსირდეს ვითომ მოწყალების დად რომ მუშაობს წინა ხაზზე, ისიც თუ ამას საგრანტო პროგრამა დააფინანსებს.
ვინც ახლა პერანგებს იხევს გულზე და ამბობს რომ საქართველოში დემოკრატიას და მომავალს იცავს, ან უცხოეთის მსახურია, ან მათი აგდებული სასარგებლო იდიოტი, რომელიც ხედავს სურათის მხოლოდ ერთ ფრაგმენტს და გულწრფელად სჯერა რომ სიმართლის მხარეზეა.
როცა მიხვდება, რომ გამოიყენეს, მერე სიჯიუტის გამო აღარ აღიარებს (ახლაც ბევრია ეგეთი ევროკრეტინებში), თან დაგვიანებულიც იქნება”, – წერს ჩიხელიძე.