აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
მისი თქმით, USAID-ს მრავალი ფუნქცია აქვს, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა ის უნდა შეესაბამებოდეს ამერიკის საგარეო პოლიტიკას.
„მე ვარ USAID-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მე ეს უფლებამოსილება სხვას გადავეცი, მაგრამ მასთან ურთიერთობა მაქვს. USAID-ი არ ფუნქციონირებს. ის უნდა შეესაბამებოდეს აშშ-ის პოლიტიკას. ის უნდა შეესაბამებოდეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს. ეს არ არის გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია. საუბარია გადასახადის გადამხდელთა დოლარებზე. ხალხი მარტივ კითხვებს სვამს. რას აკეთებენ ამ ფულით? ჩვენ ვხარჯავთ გადასახადის გადამხდელთა ფულს. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავარწმუნოთ გადასახადის გადამხდელები, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, – განაცხადა რუბიომ.