ქართულ-ებრაული მეგობრობის იუბილე 21–23 ოქტომბერს გაიმართება

   ქართულ-ებრაული 26 – საუკუნოვანი მეგობრობის იუბილე 2014 წლის 21–23 ოქტომბერს აღინიშნება. გადაწყვეტილება დღეს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე მიიღეს. სხდომის გადაწყვეტილებით, 21 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება ებრაელთა ისტორიის ეროვნული მუზეუმი. ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება, გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია. საიუბილეო ღონისძიების მომზადების სამუშაოებში ჩართულია საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები