ბელგოროდის დღევანდელი იერიშის შედეგად, ერთი ქალი დაიღუპა, ორი დაშავდა.
ამის შესახებ გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამში დაწერა.
მისი თქმით, ხუთ მაღალსართულიან კორპუსში აფეთქების ტალღამ მინები ჩაამსხვრია, დაზიანდა 12 ავტომობილი, მათგან 4 მთლიანად დაიწვა.
დაზიანდა ქალაქის გარეუბნებიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გამთენიისას რეგიონის თავზე RM-70 Vampire სისტემიდან გასროლილი 8 ჭურვი ჩამოაგდეს. თუმცა, არ ზუსტდება, რამდენის მოგერიება ვერ მოახერხეს.