თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება მოხდა(ფოტო,ვიდეო)

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე გვიან ღამით აფეთქება მოხდა.

აფეთქება ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე კომერციულ ფართში მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
აფეთქების შედეგად, ჩამონგრეულია შენობის ფასადი. არსებული ინფორმაციით, მომხდარის გამო, დაზიანებულია ახლომდებარე კორპუსებში ფანჯრების მინები და ავტომობილები.

როგორც თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განაცხადა, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები