რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ოდესის პორტის კომერციულ ზონაზე დრონით იერიში მიიტანეს, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობა იტყობინება, რომ 9 დრონის მოგერიება შეძლეს, თუმცა, ერთმა იერიშის მიტანა მაინც შეძლო, რამაც ნგრევა და ხანძარი გამოიწვია.
შენობიდან ქალის ცოცხლად გამოყვანაც მოხერხდა.
გარდა ამისა, როგორც სამხედროები აცხადებენ, მტერმა რაკეტებიც გამოიყენა, თუმცა, მათ ზიანი არ მიუყენებიათ.