ლაშა ლობჯანიძე: სულ მალე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში იქნება იუსტიციის სახლი
უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარეობს თბილისის გლდანის, საგარეჯოს, ხაშურის, სამტრედიის, ახმეტის, თერჯოლის, ხელვაჩაურის, ცაიშის, ზოტის, ტოლებისა და შროშის ფილიალების მშენებლობა,- ამის შესახებ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე, ლაშა ლობჯანიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, წინა მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპზეა მცხეთისა და ჭალის ფილიალების მშენებლობა, ხოლო ბათუმში მეორე ფილიალის მოწყობის სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება.
“იუსტიციის სახლის ფილიალების მშენებლობა გრძელდება!
უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარეობს თბილისის გლდანის, საგარეჯოს, ხაშურის, სამტრედიის, ახმეტის, თერჯოლის, ხელვაჩაურის, ცაიშის, ზოტის, ტოლებისა და შროშის ფილიალების მშენებლობა.
წინა მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპზეა მცხეთისა და ჭალის ფილიალების მშენებლობა, ხოლო ბათუმში მეორე ფილიალის მოწყობის სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება; ასევე, ამ კვირის ბოლომდე, გამოცხადდება ტენდერი რუსთავის ფილიალის სივრცის სრულ განახლებაზე და ფაქტობრივად იქაც ახალ რეალობაში შეძლებენ ჩვენი მომხმარებლები სერვისის მიღებას;
ხოლო, თანამშრომლებს გაცილებით უფრო კომფორტული სამუშაო სივრცე ექნებათ.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება და ეტაპობრივად გაგრძელდება ყველა ამ ფილიალის გახსნა და სულ მალე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში იქნება იუსტიციის სახლი.
ეს ყველაფერი საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ბატონ რატი ბრეგაძის ინიციატივითა და ლიდერობით გახდა შესაძლებელი. დიდი მადლობა მას ამ მასშტაბის მხარდაჭერისთვის!
2013 წლიდან 2023 წლის ჩათვლით იუსტიციის სახლის ფილიალების მშენებლობაში დაიხარჯა 110 მილიონ ლარზე მეტი. შედეგად, დღეს, საქართველოს მოსახლეობას აქვს სახელმწიფო სერვისებზე უპრეცედენტოდ მაღალი ხელმისაწვდომობა.
ვმუშაობთ ქვეყნის პროგრესისთვის!“,- წერს ლობჯანიძე.