ჩილეში ტყის ხანძრებს, სულ მცირე, 112 ადამიანი ემსხვერპლა – ასობით დაკარგულია

ჩილეში, ტყის ხანძრებს, სულ მცირე, 112 ადამიანი ემსხვერპლა, – განაცხადა ქვეყნის შსს-ს სპიკერმა, მანუელ მონსალვემ.

ჩილეს პრეზიდენტის, გაბრიელ ბორიჩას ინფორმაციით კი, 300-ზე მეტი ადამიანი დაკარგულია. ქვეყნის მეთაურმა არ გამორიცხა, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

ადგილობრივი სატყეო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხოლოდ 4 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით ტყეში ხანძრის 188 კერა დაფიქსირდა, რომელთა საერთო ფართობი, დაახლოებით, 29 ათასი ჰექტარია.

მედია წერს რამდენიმე ათასი დაზიანებული შენობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა საკურორტო ქალაქი ვინია- დელ- მარი.

ხანძარმა, ასევე, სერიოზულად დააზიანა სახლები სოფელ ლა-ესტრელიასა და ნავიდადში.

ევაკუაცია, ასევე, განხორციელდა ზღვისპირა ქალაქ პიჩილემუში.

Houses burn amid the spread of wildfires in Vina del Mar, Chile February 3, 2024. REUTERS/Rodrigo Garrido

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები