რუსმა ოკუპანტებმა S-300 რაკეტებით ხარკოვში ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი დაბომბეს.
ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა დაწერა, რომ, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.
რაკეტები მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქიდან იყო გაშვებული.
ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა დაწერა, რომ „ბანაკი ცარიელი“ იყო.
მისი თქმით, ქალაქის გარეუბანში მდებარე სამედიცინო ბანაკზე ორი რაკეტა ჩამოვარდა, “ეს აბსოლუტურად სამოქალაქო ობიექტია”.