ლოს-ანჯელესში “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების 81-ე ცერემონია გაიმართა.
კატეგორიაში „საუკეთესო დრამა“ გამარჯვება კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერმა“ მოიპოვა. მთავარი როლის შემსრულებელმა – კილიან მერფიმ ჯილდო დრამატული როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო, ხოლო რობერტ დაუნი უმცროსმა – “მეორეხარისხოვანი როლისთვის”.
კატეგორიაში „საუკეთესო კომედია/მიუზიკლი“ პრიზი გადაეცა იორგოს ლანთიმოსის „ღარიბ უბედურებს“; ამავე ფილმში ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ჯილდო ემა სტოუნს გადაეცა.
მარტინ სკორსეზეს ფილმში -„ყვავილოვანი მთვარის მკვლელები“ ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ქანდაკება – ლილი გლადსტონს გადასცეს.

კატეგორია “კომედიაში/მიუზიკლში მამაკაცის საუკეთესო როლისთვის” ჯილდო პოლ ჯამატის ფილშმი “მიტოვებულები” გადასცეს;

საუკეთესო დრამატული სერიალი “შთამომავლების” მეოთხე და ბოლო სეზონი გახდა. დრამატულ სერიალში კაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის პრიზი – კირან კალკინმა მიიღო.

“ბარბიმ” ოქროს გლობუსი კატეგორიაში “კინო და საკასო მიღწევები” მიიღო, ხოლო ამავე ფილმში კომპოზიცია What Was I Made For?-სთვის მომღერალმა ბილი ეილიშმა მიიღო.

იაპონელი რეჟისორის ჰაიაო მიაძაკის უკანასკნელი მულტფილმი – „ბიჭი და ჩიტი“ ოქროს გლობუსის მფლობელი “საუკეთესო ანიმაციური ფილმის” კატეგორიაში გახდა;

“საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის” კატეგორიაში გამარჯვება ფრანგულმა ფილმმა “დაცემის ანატომიამ” მოიპოვა.