მიხეილ დაუშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ჩვენი პარტნიორების სრული მხარდაჭერა

“ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის, რუსეთის ინტერესი, ოჩამჩირეში რუსული საზღვაო-სამხედრო მუდმივი ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, პარტნიორების სრული მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

“ჩვენ ვნახეთ ნატო-ს საპარლამენტო რეზოლუციის ცვლილებები ამ კუთხით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი პარტნიორების სრული მხარდაჭერა. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც ამ საკითხს ეხმიანება”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები