ნათია თურნავა: საერთაშორისო სანქციების აღსრულება გაცილებით ფართო პროცესია, ვიდრე კონკრეტული ნიუანსები, რომელიც შეიძლება, იყოს ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობებით დაზუსტებული

“სრულ უნისონში ვართ ჩვენ საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან. ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებსა და ზოგადად საერთაშორისო ვალდებულებებს”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სანქციების აღსრულება გაცილებით ფართო პროცესია, ვიდრე კონკრეტული ნიუანსები, რომელიც შეიძლება, იყოს ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობებით დაზუსტებული.

„კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულაციებს იმიტომ, რომ კომერციული სექტორი ასევე საქართველოსია და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით. მაგრამ მინდა განვმარტო, პირველ რიგში ჩემი დღევანდელი ბრიფინგი დავიწყე იგივე თემით, რომ ჩვენც ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. აქვე მინდა ვთქვა, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება გაცილებით ფართო პროცესია, ვიდრე კონკრეტული ნიუანსები, რომელიც შეიძლება იყოს ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობებით დაზუსტებული. აქედან გამომდინარე, სრულ უნისონში ვართ ჩვენ საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან. ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებსა და ზოგადად საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი რეგულაციის, დაზუსტების იმპლემენტაცია იმგვარად, რომ ის შესაბამისობაში იყოს ბანკებისა და ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებთან“,- აღნიშნა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები