გიორგი ამილახვარი: თუ დავინახავთ, რომ სტუდენტების მიერ სტატუსის აღდგენის შემდეგ მათი რაოდენობა ლიმიტებს აჭარბებს, ბუნებრივია, სახელმწიფო იმოქმედებს უნივერსიტეტისა და სტუდენტების სასარგებლოდ

როგორ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვან, კარგ, დიად გადაწყვეტილებას რაღაც ხინჯი მოუძებნო და სხვადასხვა კუდს აბამდე, თითქოს უნივერსიტეტებში ადგილი არ იქნება და ეს წნეხად დააწვება – დამშვიდდით, ყველა ეს საკითხი მოგვარდება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„დღეს გვყავს საქართველოს 30 000-მდე მოქალაქე, რომლებსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი. მათი დავალიანების ჯამური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 40 მილიონ ლარს. ბუნებრივია, სხვა გარკვეული კრიტერიუმებიც დაზუსტდება უახლოეს დღეებში და ორშაბათიდან დავიწყებთ კომუნიკაციას უნივერსიტეტებთან, რათა დეტალურად გავიაროთ ეს საკითხი – ეს შეეხება ვადებს, უნივერსიტეტის კვოტირების საკითხებს. როგორ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვან, კარგ, დიად გადაწყვეტილებას რაღაც ხინჯი მოუძებნო და სხვადასხვა კუდს აბამდე, თითქოს უნივერსიტეტებში ადგილი არ იქნება და ეს წნეხად დააწვებათ. მეგობრებო, დამშვიდდით, დღეს დაგვევალა ეს მთავრობის სხდომაზე, ორშაბათს დავიწყებთ ამ საკითხის მოგვარებას. იქნება ეს ფინანსური საკითხები, საგადასახადო საკითხები, უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობის მატება, თუ დავინახავთ, რომ ეს ლიმიტებს აჭარბებს – ბუნებრივია, სახელმწიფო იმოქმედებს უნივერსიტეტისა და სტუდენტების სასარგებლოდ“, – აღნიშნა მინისტრმა “ქრონიკის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები