“მინდა, გულით და სულით მივულოცო კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ეს ისტორიული გამარჯვება” – მამუკა მდინარაძე
“კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს მინდა, გულით და სულით მივულოცო ის ისტორიული გამარჯვება, რასაც მიაღწიეს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ბოლო ორი საათის განმავლობაში ამ მნიშვნელოვან მატჩს ვგულშემატკივრობდით და ნახევრის მერე, უფრო ადრეც, ყველა მიხვდა, რომ სანერვიულო არაფერი იყო. მადლობა ასეთი თავდაუზოგავი შრომისთვის და დიდი მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს სახელი კიდევ ერთ პოზიტიურ ასპექტში მოხვდა საკალათბურთო სფეროში“, – აცხადებს მდინარაძე.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვენესუელა დაამარცხა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა.