მეუფე ნიკოლოზი: სააკაშვილთან ჩემი ურთიერთობის ძირითადი შინაარსი საეკლესიო საიდუმლოებების შესრულება იყო, როგორც კი მოითხოვს, რომ ვაზიარო, თუ სხვა რამ შევასრულო, მე მზად ვარ

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სურვილი თუ იქნება, მზადაა, ის მოინახულოს.

„ეს დამოკიდებულია თავად სააკაშვილზე და მის სურვილზე. ჩემი ურთიერთობის ძირითადი შინაარსი იყო მასთან საეკლესიო საიდუმლოებების შესრულება და არავითარი სხვა პოლიტიკური საკითხების განხილვა. მთლიანად მასზეა ეს დამოკიდებული. როგორც კი მოითხოვს, რომ მე მასთან მივიდე, ვაზიარო თუ სხვა რამე შევასრულო, მე მზად ვარ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ მიმართულებით თუ რამე კითხვები ექნებოდა, ჰკითხავდა კიდეც.

„დარწმუნებული ვარ, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ღრმად მოაზროვნე ადამიანია და ვფიქრობ, ყურმოკვრით გაგონილს არავითარ შემთხვევაში ის ყურადღებას არ მიაქცევდა. ვფიქრობ, თუ რაიმე შეკითხვები ექნებოდა, მკითხავდა, რადგან ადრეც დავდიოდი მოსკოვში, ადრეც მიწირავს პატრიარქთან ერთად და მან ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები