„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო რაჭველ ბიჭებს, სამაშველოს და ონის მერს ჩვენი გადარჩენისთვის“ – მოქალაქე, რომელმაც სტიქიის ზონა დატოვა

მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენი გადარჩენისთვის იმ რაჭველ ბიჭებს, რომლებმაც „სანსეტ შოვამდე“ მისასვლელი გზა ფიცრებით გაგვიკეთეს და იქ გადაგვიყვანეს, – ამის შესახებ შოვში, სტიქიის ზონაში მყოფი გიორგი ადამია სოციალურ ქსელში წერს.

ადამია მადლობას უხდის სამაშველო სამსახურსა და ონის მერს, რომლებმაც მას ყველა საჭირო დახმარება გაუწიეს.

„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენი გადარჩენისთვის იმ რაჭველ ბიჭებს, სამწუხაროდ, სურათი ვერ გადავუღე. 6 ბიჭი იყო, „სანსეტ შოვამდე“ მისასვლელი გზა ფიცრებით გაგვიკეთეს, იქ გადაგვიყვანეს. მერე გადმოგვაფრინა სამაშველომ, მინდა მათაც უღრმესი მადლობა გადავუხადო. ასევე, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო Family Inn Shovi ბატონ დავითს და მის ვაჟს, ასევე ბატონი დავითის ძმაკაცს და მის ოჯახს, მათ თანადგომას ვერასდროს გადავიხდი. ონის მერს, რომელიც ყველანაირად დამეხმარა და სახლში მიგვიყვანა. საოცარი ხალხი ხართ რაჭველები. ყველა დაკარგულს სამშვიდობოს გამოსვლას ვუსურვებ“, – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები