საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვევა

    პენტაგონის პრესსპიკერის, ადმირალ ჯონ კირბის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი საქართველოს ეწვევა. საქართველო აშშ-სა და ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი შესაძლებლობების მქონე პარტნიორია.
საქართველოში ვიზიტი სექტემბრის დასაწყისში, ნატოს უელსის სამიტის შემდეგ შედგება.
ადმირალ კირბის თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში აშშ-ის ღირებული პარტნიორია. აშშ-ის თავდაცვის მდივანს დიდი სურვილი აქვს ქართველ ხალხს მათ მიერ შეტანილი წვლილისა და გაღებული მსხვერპლის გამო მადლობა გადაუხადოს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოში ვიზიტის დროს, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებული საკითხები აშშ-ის თავდაცვის მდივნის დღის წესრიგში ძირითადი თემა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები