დავით უსუფაშვილმა შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე მიიღო

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფი კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტი თბილისში მისი 65 წლის იუბილეს უკავშირდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საპატიო სტუმარს იუბილე მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ გადაწყვეტილებისათვის, რომ ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა საქართველოს მიწაზეც მომხდარიყო.
“ჩვენი საუბარი საკითხთა ძალიან ფართო წრეს შეეხო. დაწყებული საპარლამენტთაშორისო თემით და დამთავრებული იმ კულტურულ-ისტორიული კავშირებით, რომელთაც გაღრმავება და განმტკიცება სჭირდება. შემვთანხმდით იმაზე, რომ შესაძლოა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები ვაქციოთ, როგორც ძალიან ბევრი რეგიონისთვის მისაბაძი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა რელიგიის და კულტურის მქონე ერებმა ძალიან ჰარმონიულ ურთიერთობას და განვითარებას მიაღწიონ , რომელიც არ ეფუძნება მხოლოდ მატერიალურ-კომერციულ ინტერესებს“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები