ამირან სალუქვაძე: სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა

სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით, ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას, – ასე აფასებს ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ამირან სალუქვაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშს.

მისი თქმით, პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს პოლიტიკურ მხარეებს შორის მიუღებლობის გასაღრმავებლად.

“ზოგადად, ამჟღავნებს, რომ არის მხარე, ყველაფერს აკეთებს პოლიტიკური მხარეების მიუღებლობის გასაღრმავებლად.

ფაქტების შეგნებულად აღრევაზე არაფერს ვამბობ. ეს არაა ზეპარტიული პრეზიდენტის მიმართვა, ესაა ოპოზიციური პარტიის გამოსვლა.

წარმომიდგენია, რას მიედ-მოედება საგარეო ვიზიტებისას პირად საუბრებში.

ის კანონები, რომლებიც ჩამოთვალა, იქნებ, საფრანგეთისას შეადაროს?!

მერამდენედ ვწერ: რა ქნა თავად, როცა ე.წ. დეპოლარიზაციის პროცესს ჩაუდგა სათავეში? რატომ ვერ დადო შედეგი? თანაც, ამ საკითხზე ყველა პარტიას შეხვდა, გარდა მმართველისა.

ემიგრაციაში გავიზარდეო, გვახსენებს. როგორც ჩანს, გაიზარდა, ოღონდ ვერ აღიზარდა.

ჩართულია სცენარში, რომლის თანახმად, საქართველომ კიდევ ერთხელ, დაუნსახურებლად ვერ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გამოიწვიოს არეულიბა.

როცა სსრკ-ს გვახსენებს, აქ ხალხი იბრძოდა თავისუფლებისთვის, ომები გადავიტანეთ. თავად რას აკეთებდა? ვის ახსენებს?!

ზვიად გამსახურდიას დამხობას მიესალმა და მის დაბადების დღეს მიმართვა დაამთხვია. მის ცნობილ წიგნზე არაფერს ვამბობ – რუსეთის და სეპარატისტების სასარგებლო ჩანაწერებით.

ილაპარაკა მხოლოდ მმართველი პარტიის საზიანოდ და საკუთარი თავის სადიდებლად. ქვეყანაში მისთვის სხვა პრობლემები და სხვა სფეროები არ არსებობს.

დაყოფის დრო არააო და მისი გამოსვლით რამდენი ათასი ადამიანი გააღიზიანა, მოიკითხოს.

ჯამში, ბოღმით და სიძულვილის ენით სავსე გოგლი-მოგლია. 30 წლის მანძილზე მსგავსი სამარცხვინო მინართვა არ მომისმენია. საბედნიეროდ გაისად დაასრულებს მავნე საქმიანობას.

ბოლოს, პირად კონტაქტებს ვიყენებო და საფრანგეთის პრეზიდენტსაც კი ვერ ასწავლა გეოგრაფია”, – წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები