ზაალ ანჯაფარიძე – სალომე ზურაბიშვილზე: მან აირჩია გზა, რომელიც აშორებს საქართველოს მოსახლეობისგან, მისი ამომრჩევლებისგან და აახლოებს მათთან, დესტაბილიზაციით და მოლოტოვის კოქტეილებით რომ სურთ ევროპისკენ გზის გაკაფვა

მე ველოდი “პრეზიდენტის  ასეთ გამოსვლას და ვფიქრობ, ბევრი ელოდა, სხვა შინაარსი და პათოსი მისგან მართლაც წარმოუდგენელი იქნებოდა და შეუძლებელიც, რადგანაც მან აირჩია ის გზა, რაც აირჩია, – ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანჯაფარიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილი წლიური მოხსენებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ზურაბიშვილმა აირჩია გზა, რომელიც მას აშორებს საქართველოს მოსახლეობისგან, თუმცა, აახლოებს დესტაბილიზაციის მსურველებთან.

„მე ველოდი “პრეზიდენტის,, ასეთ გამოსვლას და ვფიქრობ, ბევრი ელოდა, სხვა შინაარსი და პათოსი მისგან მართლაც წარმოუდგენელი იქნებოდა და შეუძლებელიც, რადგანაც მან აირჩია ის გზა, რაც აირჩია – გზა, რომელიც მას აშორებს საქართველოს მოსახლეობისგან, უპირველეს ყოვლისა მისი ამომრჩევლებისგან და აახლოებს მათთან, დესტაბილიზაციით და მოლოტოვის კოქტეილებით რომ სურთ ევროპისკენ გზის გაკაფვა.
ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე საქართველოს საზოგადოებას არაერთი მწარე გაკვეთილი უგემია. ზოგჯერ გამოუტანია სწორი დასკვნები, ზოგჯერ ვერა. გაკვეთილიდან სახელწოდებით “სალომე ზურაბიშვილი” იმედია სწორი დასკვნები გაკეთდება”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები