ზურა გორგაძე: პანიკაა თვითმფრინავში, ტრაპზონში ვართ, აეროპორტში წყალიც არავინ მოგვაწოდა, “პეგასუსი” – უპასუხისმგებლო კომპანია

ტრაპზონში ვართ, აეროპორტში, წყალიც არავინ მოგვაწოდა და ელემენტარულად “პეგასუსის” წარმომადგენელიც კი არ ჩანს, რომ გვითხრას – რას გვიპირებენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი, ზურა გორგაძე წერს.

მისი თქმით, უამინდობის გამო, თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ვერ დაჯდა და მგზავრები ტრაპზონში აეროპორტში იმყოფებიან.

“გამოვფრინდი სტამბოლიდან 22:55 -ზე “პეგასუსით” 4 საათი ვიფრინეთ, საათი და 20 წუთი თბილისს დავტრიალებდით თავზე, ვერ დასვა თვითმფრინავი საშინელი ქარი იყო გვაჯაღყჯაყა გულისრევამდე…

გადავრჩით…

ახლა მობრუნდა და დაგვსვა ტრაპზონში … გვიპირებენ ისევ უკან სტამბოლში დაბრუნებას… გაფუჭებული საქმეები, დაწყვეტილი ნერვები, პანიკა თვითმფრინავში… ტრაპზონში ვართ, აეროპორტში, წყალიც არავინ მოგვაწოდა და ელემენტარულად პეგასუსის წარმომადგენელიც კი არ ჩანს, რომ გვითხრას, რას გვიპირებენ…

არადა, დღეს იმის გამო დავტოვე სამკურნალოდ წაყვანილი მამა, რომ რამდენიმე საათში გადაცემების ჩაწერა მაქვს და ზეგ კიდევ პირდაპირი ეთერი… ყველაფერი ამირიეს და კიდევ მხრებს იჩეჩავენ!

აეროპორტში არა ინტერნეტი, არა შეთავაზება რომ რაიმენაირად დავმშვიდდეთ და დავამშვიდოთ ოჯახის წევრები რომლებიც გველოდებიან!

ეს WF მგზავრმა გამიზიარა, შემთხვევით თურქული ნომერი აღმოაჩნდა!

უპასუხისმგებლო კომპანია!

გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მოეწიაო!

Pegasus Airlines!!!!! “, – წერს გორგაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები