თამთა მეგრელიშვილი: ფრანკლინის კლუბი მიმზიდველი სატყუარაა ახალგაზრდებისათვის, რომლის მართვის პრინციპები ძალიან ჰგავს მოძრაობა „კმარას“ ხელწერას

ეს ორგანიზაცია გათანამედროვებული აზრის პირდაპირი ფორმირების მანქანაა, სადაც მხოლოდ პოლიტიკურად მუშავდება არაერთი ახალგაზრდის ტვინი, – ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ფრანკლინის კლუბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ფრანკლინის კლუბი არის მიმზიდველი სატყუარა ახალგაზრდებისათვის.

„რა არის ფრანკლინის კლუბი? ფრანკლინის კლუბი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია გაავრცელოს კლასიკური ლიბერალური/ლიბერტარიანული იდეები საზოგადოებაში და შექმნას იდეოლოგიურ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჯაჭვი სხვადასხვა ჯგუფის ინდივიდებისთვის.

რა არის ფრანკლინის მისია – სამოქალაქო საზოგადოების განათლებისა და პოლიტიკურ ცვლილებებში ჩართულობის გზით, წვლილი შეიტანოს კლასიკური ლიბერალიზმის, როგორც ძირითადი პოლიტიკური ძალის აღორძინებაში.

ერთი შეხედვით საინტერესო და ინტელექტუალი ახალგაზრდისთვის კარგი შეთავაზებაა, მაგრამ სინამდვილეში ამ კარგად შეფუთული სახელის უკან „ნაციონალური მოძრაობის“ კონტურები ძალიან მკვეთრია.

ფრანკლინის კლუბი არის მიმზიდველი სატყუარა ახალგაზრდებისათვის.

შეფარულად მათი ტვინის გამორეცხვის კარგი საშუალებაა.

ამ ორგანიზაციის მართვის პრინციპები ძალიან ჰგავს მოძრაობა „კმარას“ ხელწერას.

ეს ორგანიზაცია გათანამედროვებული აზრის პირდაპირი ფორმირების მანქანაა სადაც მხოლოდ პოლიტიკურად მუშავდება არაერთი ახალგაზრდის ტვინი.

შედეგად ვიღებთ პოლიტიკურად აგრესიულ ახალგაზრდას, რომელსაც განსხვავებული პოლიტიკური აზრისა და პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანის მიმღებლობა არ გააჩნია“, – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები