დევიდ რუტსი: შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ, რომ საქართველო ITB Berlin-ის მასპინძლად შევარჩიეთ, დარწმუნებული ვარ, ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიცია გამოფენაზე ყველას გულს მოიგებს

წელს 500-ზე მეტ კომპანიას ვმასპინძლობთ 179-მდე ქვეყნიდან, მათ შორის, ერთი ქვეყანა გამორჩეულია და წელს ეს საქართველოა,- ამის შესახებ Messe Berlin-ის დირექტორმა, დევიდ რუტსმა განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ გამოფენაზე ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიცია ყველას გულს მოიგებს.

„თქვენს ქვეყანაში ნამყოფი ვარ და პირადად მაქვს გამოცდილი, რას ნიშნავს, იყო სტუმარი საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიცია ყველას გულს მოიგებს ამ გამოფენაზე.

ვფიქრობ, შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ, საქართველო რომ შევარჩიეთ ITB Berlin-ის მასპინძლად, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენაა. წელს 500-ზე მეტ კომპანიას ვმასპინძლობთ 179-მდე ქვეყნიდან, მათ შორის ერთი ქვეყანა გამორჩეულია და წელს ეს საქართველოა.

იმედი მაქვს, უამრავი ახალი ბიზნესპარტნიორობა შედგება და, რაც მთავარია, ყველა შეიგრძნობს საქართველოს მრავალფეროვნებას და უამრავ მეგობარს გაიჩენთ“,- აღნიშნა დევიდ რუტსმა.

ITB berlin 2023 ბერლინში ოფიციალურად დღეს გაიხსნება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის. წელს საქართველო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები