იოსელიანი – “ნაცმოძრაობაზე”: ძალიან უხერხულია ამ ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა

ძალიან უხერხულია ამ ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა, – ასე აფასებს „მოქალაქეების“ ლიდერი, ლევან იოსელიანი „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტას.

„ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროპელები გვეუბნებიან, ეს ერთი. მეორე, ძალიან უხერხულია ამ ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა. თუ უნდათ, რომ უარი თქვან საპარლამენტო ცხოვრებაზე, მაშინ უარი თქვან მანდატებზე და ეს უფრო სწორი და გასაგები იქნება ყველასთვის. თან არაფერი აკეთო ამ შენობაში და თან ყველა პრივილეგიით ისარგებლო ეს მგონი ძალიან უხერხულია“, – თქვა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და საგანგებო რეჟიმზე გადადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები