მამუკა ხაზარაძე: ახალი პოლიტიკის დროა – ახალი ძალების გაერთიანების დროა
“ახალი პოლიტიკის დროა!”, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ახალი ძალების გაერთიანების დროა, ვისაც ამ ქვეყნის განვითარება და გამარჯვება უნდა. წარსული, ჩრდილოვანი მმართველობა უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანასა და ქართულ პოლიტიკაში!”, – წერს ხაზარაძე.