შალვა პაპუაშვილი: მაცხოვრის შობას გილოცავთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას შობის დღესასწაულს ულოცავს.

„ანგელოზთა გუნდი გალობს, ალილო, იესო დაბადებულა, ალილო! მაცხოვრის შობას გილოცავთ“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს, მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. შობასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები