შსს-მ 19 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1981 წელს დაბადებული მიხეილ შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიხეილ შ-მ ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1995 წელს დაბადებულ დავით კ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა იგი მომხდარიდან მეორე დღეს თბილისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=FeDNsQyfB-k&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები