ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბერში მგზავრთნაკადი კვლავ სრულად აღდგა
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბერში მგზავრთნაკადი კვლავ სრულად აღდგა. 2022 წლის ნოემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 100%-ით აღდგა, – ამის ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის ნოემბრის თვეში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 71,746 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის ნოემბერი 72,032 მგზავრი). 2022 წლის ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ზრდა იყო ავიარეისების რაოდენობის კუთხით.
გასულ თვეს აეროპორტში რეისები 7 %-ით გაიზარდა და 268 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის ნოემბერი – 250 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.