მაია ზალდასტანიშვილი: გრიპის ვირუსი საკმაოდ არასასიამოვნოდ მიმდინარეობს – მომართვიანობა გაზრდილია, განსაკუთრებით კი – ბავშვთა ასაკში
ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ხელმძღვანელის, მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში რამდენიმე სახის ვირუსი ცირკულირებს.
მისივე თქმით, გრიპის შემთხვევების ზრდაა მოსალოდნელი.
“ძირითადად, ცირკულირებს სამი სახის ვირუსი, ესენია: ერეს ვირუსი, რესპირატორული ვირუსი, არის გრიპის და როტა ვირუსები. აქამდე ჭარბობდა რესპირატორული ვირუსი, მაგრამ უკვე მას დაეწია და დეკემბრის ბოლოსთვის მას გაასწრებს გრიპის ვირუსი, რომელიც საკმაოდ არასასიამოვნოდ მიმდინარეობს, რაც ახასიათებს გრიპს, მაღალი ტემპერატურა და ინტოქსიკაციის მოვლენები. ამიტომ, მომართვიანობა გაზრდილია, განსაკუთრებით კი – ბავშვთა ასაკში”, – განაცხადა ზალდასტანიშვილმა.