“ეს კვირა შესაძლოა, მძიმე იყოს, რუსეთი მასირებული დარტყმებისთვის ემზადება” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე კვირა შესაძლოა, ქვეყნისთვის მძიმე იყოს, რადგან რუსეთი ახალ დარტყმებს ამზადებს.

მისი თქმით, ტერორისტები ახალ იერიშებს ამზადებენ და სანამ მათ რაკეტები ექნებათ – არ დამშვიდდებიან.

უკრაინის ლიდერმა მოსახლეობას ერთმანეთის დახმარებისკენ მოუწოდა.

”ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს – მოხუცებზე, ბავშვებიან ოჯახებზე, უსახლკაროდ დარჩენილებზე – ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვის ერთ-ერთი ელემენტია, ასევე, ჩვენი სიძლიერეა“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, შეიარაღებული ძალები მძიმე კვირისთვის ემზადებიან.

“ჩვენი თავდაცვის ძალები ემზადებიან. მთელი სახელმწიფო ემზადება. ყველა სცენარზე ვმუშაობთ, მათ შორის, პარტნიორებთან ერთად და თქვენთან ჩვენი ერთობა უნდა იყოს მზად. ამიტომ, გთხოვთ, არ დატოვოთ დახმარების გარეშე ისინი, ვისი დახმარებაც შეგიძლიათ. გთხოვთ, კვირის განმავლობაში ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის გაფრთხილებებს. ერთად და ერთმანეთის დახმარებით, ომის ამ გამოწვევასაც გადავლახავთ – ზამთარს, რომლის გამოყენებასაც რუსეთი ხალხის წინააღმდეგ ცდილობს”,- აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები