“ხერსონის ოლქში 432 მოქალაქის ცხედარი და წამების 9 საკანი აღმოაჩინეს” – უკრაინის გენპროკურატურა

რუსი ოკუპანტებისგან განთავისუფლებულ ხერსონის ოლქში უკრაინელმა გამომძიებლებმა რუსი სამხედროების მასშტაბური დანაშაულების კვალი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

“გენერალური პროკურატურის ცნობით, ხერსონის ოლქის განთავისუფლებულ ტერიტორიებზე ცხრა წამების საკნის არსებობა დადასტურდა. ასევე, 432 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი”, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა.

მისი თქმით, ტერიტორიის დიდი ნაწილი და მრავალი შენობა დანაღმულია.

რუსული პოზიციებიდან ნაღმმტყორცნებიდან თავდასხმები ხორციელდება.

კოსტინის თქმით, ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში 12 საპროკურორო-საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს, რომლებსაც გენერალური პროკურატურის სპეციალისტები შეუერთდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები