ბრიტანეთი უკრაინას პირველად, ვერტმფრენებს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას, პირველად, ვერტმფრენებს გადასცემს. დაგეგმილია სამი Sea Kings-ის გადაცემა, რომელთაგან ერთი უკვე უკრაინაშია.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, იტყობინება BBC.

მინისტრმა განცხადება ოსლოში გააკეთა, სადაც მოკავშირე ქვეყნების კოლეგებს შეხვდა.

ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში უკრაინელი სპეციალისტები ბრიტანეთში ვერტმფრენების მართვის და შენარჩუნების სწავლებას გადიოდნენ, რომლებიც გამოყენებული იქნება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის.

უოლესმა ასევე თქვა, რომ ბრიტანეთი უკრაინას, დამატებით 10 000 საარტილერიო ჭურვს მიაწვდის.

ვერტმფრენებს Sea King-ებს ​ბრიტანეთის საჰაერო და საზღვაო ძალები იყენებდნენ, თუმცა 2018 წლიდან საზღვაო ძალებმა მათი გამოყენება შეწყვიტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები