სირიაში ირანის ელიტური ნაწილების პოლკოვნიკი მოკლეს

სირიაში, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC, ირანის შეიარაღებული ძალების ელიტური ნაწილები) საჰაერო კოსმოსური ძალების სარდლობის მაღალი რანგის წარმომადგენელი ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr-ი, IRGC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, პოლკოვნიკი, დაუდ ჯაფარი დამასკოს მახლობლად, “ისრაელელი აგენტების მიერ, გზისპირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები