ერევანში დღეს კუხო-ს (ОДКБ) სამიტი გაიმართება, რომელსაც ვლადიმერ პუტინი დაესწრება

 

ერევანში დღეს კუხო-ს სამიტი გაიმართება. სომხეთი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა იანვრიდან არის და ესტაფეტა ბელარუსს გადაეცემა.

კუხო-ს სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურაში შედის სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.

სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსაც ელოდებიან, რომელიც ერევანში დღეს უნდა ჩავიდეს.

ცნობილია, რომ სომხეთის დედაქალაქში, ცოტა ხნის წინ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი ჩავიდა. გუშინ კი, ორდღიანი ვიზიტით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩავიდა.

სამიტი საინტერესოა ერევნის იმ უკმაყოფილების ფონზე, რომელსაც ის “ბაქოს აგრესიაზე გამოთქვამდა და აღნიშნავდა, რომ სჭიროა კუხო-ს მეტი ჩართულობა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები