ევროპის საბჭო: უკრაინის მიერ მომზადებულ დეოლიგარქიზაციის კანონზე დასკვნის მომზადებაზე მუშაობა გრძელდება
ევროპის საბჭოში აცხადებენ, რომ უკრაინის მიერ მომზადებულ დეოლიგარქიზაციის კანონზე დასკვნის მომზადებაზე მუშაობა გრძელდება.
„ქრონიკის“ კითხვაზე – ადასტურებთ თუ არა უკრაინის მიერ კანონის გაწვევას და თუ არა, როდის იგეგმება ვენეციის კომისიის მოსაზრება აღნიშნულ კანონზე? – ევროპის საბჭოში უპასუხეს:
„კანონზე დასკვნის მომზადების მოთხოვნაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, როდის მომზადდება და გამოქვეყნდება მოსაზრება, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით“.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს.
ამასთან, ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.