ლევან დავითაშვილი: „2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 34 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 33 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებლებზე”

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი გაიზარდა 34 პროცენტით და 4,5 მლრდ. აშშ. დოლარი შეადგინა. აქედან ადგილობრივი ექსპორტი 35 პროცენტით არის გაზრდილი და 3 მილიარდ 100 მლნ დოლარს შეადგინს. „იანვარ – ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვა 15 მილიარდს გადაცდა და წინა წელთან შედარებით, 33 პროცენტით გაიზარდა” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ინვესტიციების ზრდის დინამიკას. მისი თქმით, 2022 წელი პოზიტიური იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც.
„2022 წლის იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 102.0%-ით გაიზარდა და 922.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 62.5%-ს შეადგენს. ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 42.5%-ს გაუტოლდა” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები