აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს თავისი სისასტიკე უკრაინაში და დაასრულოს ომი, რომელშიც გამარჯვების შანსი არ აქვს, მიუხედავად მათ მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ სასწრაფოდ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს თავისი ძალები [უკრაინიდან], რათა დაასრულოს უაზრო ომი, რომელსაც მიუხედავად მისი საზიზღარი და სასოწარკვეთილი ტაქტიკისა, ვერ მოიგებს“, – აღნიშნა პატელმა.