საბურთალოს მოსახლეობას გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

   თბილისში მოსახლეობის ნაწილს დღეს გაზის მიწოდება შეუწყდება. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ფიზკულტურის ქ. 35ა-ის მიმდებარედ, საშუალო წნევის გაზსადენის რეაბილიტაციის მიზნით, 12:00-დან 18:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება კოსტავას ქ. 75-ის, მიროტაძის, საგარეჯოს, აკურის, ალმასიანის, ფიზკულტურის, აფაქიძის, ბოჭორიშვილის ქუჩების კორპუსებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსებსა და მიმდებარე კომერციულ, საზკვების ობიექტებს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, გაზმომარაგება სამუშაოს დასრულებისთანავე აღდგება. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მათ მოუწოდებს, ბინებში არსებული გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ და გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები