“ტრაგედია ისაა, მოსახლეობის ნაწილს ჰგონია, რომ შეუძლია საკუთარ თავს წამალი გამოუწეროს”

   მედიკამენტების რეცეპტებით გაყიდვით წამლები არ გაძვირდება. აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
„რეცეპტებით მედიკამენტების გაყიდვაში ხალხმა ტრაგედია დაინახა, თუმცა ტრაგედია ისაა, რომ მოსახლეობის ნაწილს ჰგონია, რომ შეუძლია საკუთარ თავს წამალი გამოუწეროს. აღნიშნული პროექტი ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ პარლამენტმა მიიღო ეს დადგენილება. ამ წლის განმავლობაში ჩვენ ყველასთან გვქონდა კონსულტაციები და პროექტმა საბოლოო სახე ასე მიიღო“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები