თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნული სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. შეზღუდვა შეეხებათ: ვაკის და საბურთალოს რაიონებში 10:00-დან 18:00 საათამდე ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, შატილის ძოწენიძის, გამრეკელის, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელის და ჟღენტის ქუჩების 2910 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18 საათამდე: მისის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 და მე-13 კილომეტრების 103 აბონენტს.
ქვესადგურ „საბურთალო-2“-ში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 11:00 საათამდე: ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების (ნაწილობრივ), ქავთარაძის და მარიჯანის ქუჩების 1920 აბონენტს.
ვაკის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 14:00 საათამდე: დაბა წყნეთის 115 აბონენტს, 11:00-დან 15:00 საათამდე კი ნინო რამიშვილის ქუჩის 185 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში, ქვესადგურ „ზღვისპირეთში“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ზედამზის, ლაითურის, გორდის, თოდრიას, კლდეკარის და ბუგეულის ქუჩების 179 აბონენტს.
10:00-დან 15:00 საათამდე – ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, სვანეთის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, მახინჯაურის, ზედაზენის, რიონჰესის, სააკაძის, ბენდელიანის და ჯავის ქუჩების ქუჩების 816 აბონენტს.
კრწანისის რაიონში, ქვესადგურ „ფონიჭალაში“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო
10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო და ქვემო ფონიჭალის დასახლების, გეოლოგების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, მარნეულის, ღოღობერიძის, სურგულაძის და მიმდებარე ქუჩების 7276 აბონენტს,
10:00-დან 16:00 საათამდე – ფონიჭალის III მიკრორაიონის, ფონიჭალის დასახლების, სურგულაძის, ჟორდანიას, ლომინაძის, ბარათაშვილის, ვერცხლის, ავლევის, ჩახრუხაძის, იეთიმ გურჯის, ნაკაშიძის და სულთნიშნის ქუჩების 1855 აბონენტს.
ისნის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის 193 აბონენტს.
გლდანის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის ჩიხის, ანდრონიკაშვილის II შესახვევის, ჭრებალოს, უწერის, გაგრის და ლიბანის ქუჩების 637 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაზიშვილის, გროზნოს, ხათუნა დონდუას, მამრაძის, ქინქლაძის, 9 ძმის და თვალჭრელიძის ქუჩების 462 აბონენტს.
დიდუბის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), არჩილ ქურდიანის, ბათუმის და იამანიძის ქუჩების 569 აბონენტს.
სამგორის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის 4 აბონენტს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
კომპანია “თელასის” ინფორმაციითვე სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტრომომარაგება აღდგება.