“კეტონალი”, “ნიმესილი”, “ნო-შპა” – წამლები, რომლებიც ურეცეპტოდ არ გაიყიდება
„კეტონალი“, „ნიმესილი“, „ნო-შპა“ – ეს იმ მედიკამენტების ჩამონათვალის რამდენიმე სახეობაა, რომელიც 1 სექტემბრიდან სპეციალური რეცეპტის ბლანკის გარეშე არ გაიცემა.
1 სექტემბრიდან აფთიაქს ეკრძალება რეცეპტის გარეშე გასცეს შემდეგი ჯგუფების მედიკამენტები: წნევის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, ალერგიის საწინააღმდეგო, კარდიოლოგიური, ანტიბიოტიკები, ჰორმონალური და სხვა.
აღნიშნულია ცვლილება ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში შევიდა.
რეცეპტის მისაღებად პაციენტემბა მკურნალ ექიმს უნდა მიმართონ.
მედიკამენტების სრული ჩამონათვალი – www.psp.ge