საქართველოში ყირიმ-კონგოს 17 შემთხვევა დაფიქსირდა

  საქართველოში ყირიმ-კონგოს 17 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე გაჟღერდა. მათივე ინფორმაციით, აქედან სამი შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა.
როგორც ცენტრში აცხადებენ, სხვა ქვეყნებში აღნიშნული დაავადება გაცილებით მასშტაბური ხასიათისაა, რის გამოც საქართველოში არსებულ ვითარებაში საგანგაშო არაფერია.
მათივე ინფორმაციით, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ადამიანი ტკიპების კბენით და ავადმყოფი ცხოველების სისხლთან და ქსოვილებთან უშუალო კონტაქტით ინფიცირდება. ამის გათვალისწინებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რამდენიმე რჩევას აძლევы.
“ჩვენი რჩევაა, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას და დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტისას უზრუნველყონ პირადი პროფილაქტიკის დაცვა – სპეცტანსაცმლის, რეზინის ფეხსაცმლის, ხელთათმანების გამოყენება. ასევე, ვეტერინარული ღონისძიებების გატარება შინაური ცხოველების მიმართ და ტკიპებთან კონტაქტის მაქსიმალური შეზღუდვა”, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც საშიშ პათოგენთა ნუსხას მიეკუთვნება. ენდემური კერები გავრცელებულია აფრიკაში, აზიაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთსა და თურქეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები