ანაკლიაში ახალი მუნიციპალური ბაზარი გაიხსნა
ანაკლიის ცენტრში ახალი მუნიციპალური ბაზარი გაიხსნა. ბაზარი 170 მოვაჭრეზეა გათვლილი და ის დღეიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
„რესპუბლიკა კაზანტიპის„ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 4 წლის განმავლობაში ანაკლიის ზოლში 100-120 მცირე ზომის კერძო სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი.
მათი განცხადებით, “რესპუბლიკა კაზანტიპისთვის” ანაკლია ერთჯერადი ლოკაციის ადგილი არ იქნება და ის ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩატარებას მომდევნო 10 წლის განმავლობაში გეგმავს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ანაკლია 30-ათასამდე ტურისტის მისაღებად ემზადება, ანაკლიაში არსებული სამი სასტუმროთი და სპეციალურად ფესტივალისთვის აშენებული კარვების ქალაქით. 2500 კარავი 2-2 პირზეა გათვლილი. ადგილობრივ კერძო ბიზნესმენებს საკუთარი ფართების გაქირავებით 17 ათასი სტუმრის მიღება შეუძლიათ.