თელოვანში ხანძარი ლოკალიზებულია (ფოტოკოლაჟი)
მცხეთის რაიონის სოფელ თელოვანთან და საგარეჯოს რაიონშის სოფელ კაკაბეთთან ხანძარი გაჩნდა. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, თელოვანთან 2 ჰექტარ მინდორზე გავრცელებული ხანძარი ტყეს მოედო. სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის თანამშრომლებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია, ადგილზე 10 სახანძრო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. საგარეჯოს რაიონში, სოფელ კაკაბეთთან კი, ხანძარი 2 ჰექტარ ჯაგრცხილას ტყეზეა მოდებული. შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ ცეცხლის ლიკვიდაციაზე. ხანძრის ჩაქრობაში ადგილობრივი მოსახლეობაც არის ჩართული.