დავით ნარმანია: “პანორამა თბილისთან” დაკავშირებულ დოკუმენტაციას შესაბამისი მსვლელობა მიეცემა

  თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, პროექტ “პანორამა თბილისთან” დაკავშირებული დოკუმენტაცია დამუშავდება და შესაბამისი მსვლელობა მიეცემა. განცხადება დედაქალაქის მერმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.
“ჯერჯერობით “პანორამა თბილისის” პროექტთან დაკავშირებული განაცხადი და დოკუმენტაცია მერიაში არ შემოსულა. წინა ხელისუფლების პირობებში შემოსული იყო დოკუმენტაცია და იყო შესაბამისი განხილვები. როგორც ვიცი, ინვესტორი კომპანიის მხრიდან მიმდინარეობს განახლება. როცა დამატებითი დოკუმენტაცია შემოვა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავამუშავებთ მას და შესაბამის მსვლელობას მივცემთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ “პანორამა თბილისი” თანაინვესტირების ფონდის პროექტია, რომელთან დაკავშირებითაც ქალაქის წინა მთავრობამ ქალაქგეგმარებითი პირობების გაცემაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები