შსს-ს მაშველები ქვიშხეთში სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ (ვიდეო)

  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მაშველები ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში სამაშველო სამუშაოებს ახორციელებენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე შოლა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლები დატბორა. მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც სახლებიდან დაგროვილი წყლის ამოტუმბვა ხდება. სამუშაოებში ჩართულნი არიან შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები და შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=u743TNg3ShA” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები