დავით შავლიაშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ქეით ჯულიანს შეხვდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მხარეების შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა „ქვეყანასთან პარტნიორობის სტრატეგიის“ დოკუმენტზე ისაუბრეს, რომელიც მომდევნო წლებში საქართველოს მთავრობასთან ADB-ის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს ითვალისწინებს. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ტექნიკური დახმარების რეგიონულ პროგრამასაც, რომელიც მიზნად განსახლების მიმართულებით პარტნიორი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს. ეს ხელს შეუწყობს განსახლების პროცესის ეფექტურად წარმოებას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები