ლარი კვლავ გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7840 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7821 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0019 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7932 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7874 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0058 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.