მებაღე, რომელმაც ბავშვები შადრევნიდან ამოიყვანა, მომხდარის დეტალებს იხსენებს
სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, – იხსენებს “ეკოსერვისის” თანამშრომელი, დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნიდან ბავშვები ამოიყვანა.
მისი თქმით, მანამდე ეხმარებოდა, სადამდეც ორგანიზმმა გაუძლო.
“სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში. ორის გამოყვანა შევძელი, ვცდილობდი დახმარებას მანამდე, სანამ ორგანიზმმა გამიძლო. ხალხიც ბევრი იყო, ყველა ცდილობდა დახმარებას, სასწრაფოც მაშინვე მოვიდა და მერე იმათმა განაგრძეს დახმარების გაწევა. რომ წაიყვანეს, რაღაც იმედი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მერე გავიგე, რომ გოგონა დაიღუპა”, – ამბობს მებაღე.