ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ლაშა ფურცხვანიძე და გიგა გიგაშვილი ამ დრომდე გამოკითხვაზე არიან

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში შესაბამისი პირების გამოკითხვა გრძელდება.

სამმართველოში ამ დრომდე იმყოფებიან კომპანია „გრინსერვის პლუსის“ თანამშრომლები, მათ შორის, კომპანიის დამფუძნებელი – ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი – გიგა გიგაშვილი, რომლებიც გამოკითხვაზე ჯერ კიდევ გუშინ მივიდნენ. სწორედ ამ სამსახურმა ჩაიბარა ვაკის პარკში რეაბილიტაციის შედეგად განხორციელებული პროექტი, რომელმაც გუშინ ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

13 ოქტომბერს ვაკის პარკში მოთამაშე მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, ორი კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
შს სამინისტრო მომხდარს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები